დისტრიბუტორი/მიწოდების თანამშრომელი

ბათუმი სრული განაკვეთი მზიური
მივლინება: არა ხელფასი: 1300 - 1500
გაყიდვები: დისტრიბუცია
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბათუმში დისტრიბუტორის (მიწოდების თანამშრომელი) თანამდებობაზე:

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
  • ანაზღაურება 1300 – 1500 ლარი
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass

აუცილებელი მოთხოვნები:

  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება .
  • ბათუმის ქუჩების კარგად ცოდნა
  • უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურობა
  • დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა

მოვალეობები:
  • მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
  • უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
  • ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
  • უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.kashia@mziuri.com.ge
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და რეგიონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.