მონაცემთა ბაზის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი Shop.ge
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: მონაცემთა დამუშავების ოპერატორი
განცხადებების საიტი www.Shop.ge აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.

SHOP.GE წარმოადგენს ონლაინ მაღაზიასა და ონლაინ სივრცეს, სადაც კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს აქვთ შესაძლებლობა განათავსონ განცხადება მათი პროდუქციის შესახებ.

ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და გაძლევთ შანსს, რომ კარიერის შექმნა ჩვენს კომპანიაში დაიწყოთ.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიის სამუშაო აღწერილობას, მოთხოვნებსა და პირობებს.

სამუშაოს აღწერა:
  • უკვე არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია
  • კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარება
  • ვებ-გვერდზე განცხადებების განთავსება, კორექტირება
  • ვებ-გვერდის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
  • სოციალური ქსელების მართვა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet);

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი -პარასკევი 09:30-18:30
  • კანდიდატები გაივლიან ერთი კვირიდან ორ კვირამდე სწავლების პერიოდს.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას "გაგზავნე CV" ღილაკის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებებს!
გაგზავნე CV