სტაჟირება წარმოების მენეჯერის მიმართულებით

თბილისი სტაჟირება გრიდ ქონსთრაქშენი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
სამშენებლო კომპანია „გრიდ ქონსთრაქშენი“ აცხადებს სტაჟირებას ალუმინის და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების საწარმოში,  
წარმოების მენეჯერის მიმართულებით ქ. თბილისში.
სტაჟირების პროცესში შერჩეულ კადრებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ საწარმოში და სამშენებლო მოედანზე შეისწავლონ აღნიშნული  საქმე(პროგრამა).
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 10  თვიან სტაჟირებას, 
საიდანაც პირველი თვე იქნება არაანაზღაურებადი, ხოლო დარჩენილი თვეები ანაზღაურებადი, 
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატებს დაენიშნებათ ზრდადი ანაზღაურება და დასაქმდებიან კომპანიაში. 

ძირითადი მოვალეობები:
  • Ra Workshop, პროგრამაში მუშაობა
  • კარ-ფანჯრის პროექტირება (პროფილების, მინის, ფურნიტურის შერჩევა)
  • კონსტრუქციების ავტომატური გაწონასწორება და ტესტირება
  • ჭრის ბარათების შექმნა  
  • ფასების და სპეციფიკაციების ავტომატური გენერირება
  • მასალების, დანადგარებისა და ადამიანური რესურსების ეფექტური განაწილება;
  • წარმოების გეგმების შედგენა და მონიტორინგი;
  • ხარისხის კონტროლის პროცედურების დანერგვა და შესრულება;

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word;
  • სასურველია ცოდნა: RA Workshop software;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • AutoCAD -ისა და ArchiCAD-ის და ნახაზის წაკითხვის ცოდნა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურობა;
  • დისციპლინირებულობა

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარადგინოს: CV
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
  • CV - ს განხილვა.
  • შიდა ტესტირება.
  • პრაქტიკული დავალებები.

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ : +995 514591717 სერგი