სერტიფიცირებული მედდა

თბილისი სრული განაკვეთი სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრია
მივლინება: არა
სამედიცინო: მედდა
მედიცინის დაწესებულება “Symmetria” ეძებს სერტიფიცირებულ მედდას, რომელსაც აქვს სპეციალიზაცია სტერილიზაციასა და ანტისეპტიკაში, მუშაობის გამოცდილება ოპერაციულ ბლოკში ან სტერილურ მანიპულაციურ კაბინეტში.

ვალდებულებები:
  • ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ჟურნალის და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
  • ოთახებისა და სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილობის კონტროლი
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი
  • სტერილიზაციის პროცესების კონტროლი
  • სამედიცინო პრეპარატების აღრიცხვა და კონტროლი

მოთხოვნები:
  • მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი მედდისთვის
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპერაციულ ბლოკში ან სტერილურ მანიპულაციურ კაბინეტში
  • პასუხისმგებლობა, ყურადღებიანობა, სიზუსტე
  • სტერილობისა და სანიტარიული ნორმების ცოდნა

უპირატესობად ჩაითვლება:
  • სტერილიზაციისა და ინფექციური კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • მრავალპროფილურ კლინიკებში მუშაობის გამოცდილება
  • დამატებითი კურსებისა ან ტრენინგების გავლა შესაბამის თემატიკაზე

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:hr.symmetria.ge@gmail.com