ჰერბარტი არის აქსესუარების მაღაზია რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
ჩვენი უმთავრესი ნიშა და კონტენტი წარმოადგენს ბუნებრივი ყვავილებით დამზადებულ აქსესუარებს- ყელსაბამი- სამაჯური - ბეჭედი - საყურე.
გუნდში გვესაჭიროება მოლარე-კონსულტანტი თბილისი მოლის ფილიალში.
სამუშაო პირობები:
ნახევარი განაკვეთი - (თვეში 14 - 15 სამუშაო დღე) (10:00-დან 22:00 სთ-მდე) ან (10:00 - 16:00) (16:00 - 22:00) მეორე კონსულტანტთან შეთანხმებით.
ანაზღაურება - 700-1200 ლარი (ზრდის პერსპექტივა) ( ფიქსირებული + ეფექტური საბონუსე სისტემა)
ძირითადი მოვალეობები: მოემსახუროს მომხმარებელს, მაქსიმალურად ორიენტირებული გაყიდვებზე.
მოთხოვნები:
- მომსახურე სფეროში ან გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- გაუწიოს მომხმარებელს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
- შესთავაზოს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
- ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანი მომსახურების უნარი;
- შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე herbartgeorgia@Gmail.com