ტერიტორიის დამლაგებელი

მარტვილი სრული განაკვეთი გასართობ-შემეცნებითი სივრცე გულსუნდა
მივლინება: არა
დასუფთავება: გარე (ქუჩის/პარკის) დასუფთავება
მარტვილში, კანიონის მეზობლად, ფუნქციონირებას იწყებს გასართობ-შემეცნებითი სივრცე „გულსუნდა“. სივრცე არის ღია ცის ქვეშ და  დატვირთულია სხვადასხვა მიმზიდველი აქტივობებით. ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაესწროთ ქართული ცეკვის წარმოდგენებს, ფილმის ჩვენებას, მუსიკის საღამოებს, მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში და გამოსცადოთ თავი ისეთ აქტივობებში, როგორიც არის თონეში პურის ჩაკვრა, ჩურჩხელის ამოვლება, ცეკვის შესწავლა, ღვინის დეგუსტაცია და მრავალი სხვა. „გულსუნდაში“ მოსული სტუმრები ასევე შეძლებენ დააგემოვნონ “Street Food”-ის კონცეფციის მრავალფეროვანი სამზარეულო.  
 
„გულსუნდას“ გუნდს სეზონურ სამუშაოზე ესაჭიროება ტერიტორიის დამლაგებლები 
 
რა მოთხოვნები გვაქვს კანდიდატებს მიმართ: 
  • პუნქტუალური
  • სწრაფი და ხარისხზე ორიენტირებული; 
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი - ერთდროულად ბევრი საქმის მართვის უნარი; 
  • კომუნიკაბელური და ღიმილიანი. 
 
რა უნდა გააკეთოს კანდიდატმა: 
  • ტერიტორიაზე არსებული ოდას ტიპის კვების ობიექტებთან მაგიდებიდან ერტჯერადი ნარჩენების გატანა; 
  • ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლი; 
  • საპირფარეშოების დასუფთავება და მუდმივი სისუფთავის კონტროლი. 
 
სამუშაო პერიოდი და დრო:   
ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 40 საათი. 
 
ანაზღაურება: 
დღიური - 40 ლარი+ბონუსი; 
სამუშაო იქნება ცვლებში - 3 დღე იმუშავებს კანდიდატი, 3 დღე დაისვენებს. 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი სივი ან მოკლე ინფორმაცია თქვენს  შესახებ, ვინ ხართ და რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა შემდეგ მეილზე: gulsunda24@gmail.com 
არ დაგავიწყდეთ მობილური ნომრის მითითება 
 
შეხვედრები გაიმართება მარტვილში 2-3 ივნისს. 
მარტვილის მკვიდრებს რა თქმა უნდა უპირატესობა მიენიჭებათ შერჩევის დროს, თუმცა სხვა კუთხის ხალხისთვისაც ღიაა ჩვენი გულები. 
გისურვებთ წარმატებებს!