ბარმენი

მარტვილი სრული განაკვეთი გასართობ-შემეცნებითი სივრცე გულსუნდა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
მარტვილში, კანიონის მეზობლად, ფუნქციონირებას იწყებს გასართობ-შემეცნებითი სივრცე „გულსუნდა“. სივრცე არის ღია ცის ქვეშ და დატვირთულია სხვადასხვა მიმზიდველი აქტივობებით. ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაესწროთ ქართული ცეკვის წარმოდგენებს, ფილმის ჩვენებას, მუსიკის საღამოებს, მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში და გამოსცადოთ თავი ისეთ აქტივობებში, როგორიც არის თონეში პურის ჩაკვრა, ჩურჩხელის ამოვლება, ცეკვის შესწავლა, ღვინის დეგუსტაცია და მრავალი სხვა. „გულსუნდაში“ მოსული სტუმრები ასევე შეძლებენ დააგემოვნონ “Street Food”-ის კონცეფციის მრავალფეროვანი სამზარეულო.

გულსუნდას“ გუნდს სეზონურ სამუშაოზე ესაჭიროება ბარმენები

რა მოთხოვნები გვაქვს კანდიდატებს მიმართ:
  • პრიორიტეტულია ბარმენად მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული;
  • სწრაფად მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი - ერთდროულად ბევრი შეკვეთის მართვა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • კომუნიკაბელური და ღიმილიანი.

რა უნდა გააკეთოს კანდიდატმა:
  • ტერიტორიაზე არსებულ ფანჩატურში მოწყობილ ბარში, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
  • ლუდის ჩამოსხმა, სხვადასხვა ტიპის კოქტეილების მომზადება, გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა;
  • პოსტერმინალზე ჩეკის ამორტყმა და შეკვეთების შესაბამის ჟურნალში გატარება.

სამუშაო პერიოდი და დრო:
ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 40 საათი.
სამუშაო იქნება ცვლებში - 3 დღე იმუშავებს კანდიდატი, 3 დღე დაისვენებს.

ანაზღაურება: დღიური - 50 ლარი+ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი სივი ან მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ, ვინ ხართ და რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა შემდეგ მეილზე: gulsunda24@gmail.com
არ დაგავიწყდეთ მობილური ნომრის მითითება

შეხვედრები გაიმართება მარტვილში 2-3 ივნისს.
მარტვილის მკვიდრებს რა თქმა უნდა უპირატესობა მიენიჭებათ შერჩევის დროს, თუმცა სხვა კუთხის ხალხისთვისაც ღიაა ჩვენი გულები.

გისურვებთ წარმატებებს