მზარეული

მარტვილი სრული განაკვეთი გასართობ-შემეცნებითი სივრცე გულსუნდა
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
მარტვილში, კანიონის მეზობლად, ფუნქციონირებას იწყებს გასართობ-შემეცნებითი სივრცე „გულსუნდა“. სივრცე არის ღია ცის ქვეშ და  დატვირთულია სხვადასხვა მიმზიდველი აქტივობებით. ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაესწროთ ქართული ცეკვის წარმოდგენებს, ფილმის ჩვენებას, მუსიკის საღამოებს, მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში და გამოსცადოთ თავი ისეთ აქტივობებში, როგორიც არის თონეში პურის ჩაკვრა, ჩურჩხელის ამოვლება, ცეკვის შესწავლა, ღვინის დეგუსტაცია და მრავალი სხვა. „გულსუნდაში“ მოსული სტუმრები ასევე შეძლებენ დააგემოვნონ “Street Food”-ის კონცეფციის მრავალფეროვანი სამზარეულო.  
 
„გულსუნდას“ გუნდს სეზონურ სამუშაოზე ესაჭიროება მზარეულები  
 
რა მოთხოვნები გვაქვს კანდიდატებს მიმართ: 
  • პრიორიტეტულია მზარეულად ან მზარეულის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება; 
  • თუ მზარეულად მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, მაგრამ კარგად გამოგდით კერძების მომზადება და გაქვთ დასაქმების სურვილი, მაინც განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი - ერთდროულად ბევრი შეკვეთის მართვა. 
 
რა უნდა გააკეთოს კანდიდატმა: 
  • ტერიტორიაზე არსებულ ოდას ტიპის ჯიხურში მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა; 
  • მენიუს მიხედვით, სწრაფი კვების ტიპის, სხვადასხვა  კერძების მომზადება; 
  • მომზადებული კერძების მომხმარებელზე გასაცემად აწყობა. 
 
სამუშაო პერიოდი და დრო:   
  • ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 40 საათი. 
  • სამუშაო იქნება ცვლებში - 3 დღე იმუშავებს კანდიდატი, 3 დღე დაისვენებს. 
 
ანაზღაურება: დღიური - 60 ლარი+ბონუსი 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი სივი ან მოკლე ინფორმაცია თქვენს  შესახებ, ვინ ხართ და რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა შემდეგ მეილზე: 
gulsunda24@gmail.com 
არ დაგავიწყდეთ მობილური ნომრის მითითება 
 
შეხვედრები გაიმართება მარტვილში 2-3 ივნისს. 
მარტვილის მკვიდრებს რა თქმა უნდა უპირატესობა მიენიჭებათ შერჩევის დროს, თუმცა სხვა კუთხის ხალხისთვისაც ღიაა ჩვენი გულები. 
 
გისურვებთ წარმატებებს