მოლარე

მარტვილი სრული განაკვეთი გასართობ-შემეცნებითი სივრცე გულსუნდა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: მოლარე სასტუმრო/რესტორანი/კვება: მოლარე
მარტვილში, კანიონის მეზობლად, ფუნქციონირებას იწყებს გასართობ-შემეცნებითი სივრცე „გულსუნდა“. სივრცე არის ღია ცის ქვეშ და  დატვირთულია სხვადასხვა მიმზიდველი აქტივობებით. ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაესწროთ ქართული ცეკვის წარმოდგენებს, ფილმის ჩვენებას, მუსიკის საღამოებს, მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში და გამოსცადოთ თავი ისეთ აქტივობებში, როგორიც არის თონეში პურის ჩაკვრა, ჩურჩხელის ამოვლება, ცეკვის შესწავლა, ღვინის დეგუსტაცია და მრავალი სხვა. „გულსუნდაში“ მოსული სტუმრები ასევე შეძლებენ დააგემოვნონ “Street Food”-ის კონცეფციის მრავალფეროვანი სამზარეულო. 

გულსუნდას“ გუნდს სეზონურ სამუშაოზე ესაჭიროება მოლარეები

რა მოთხოვნები გვაქვს კანდიდატებს მიმართ:
  • პრიორიტეტულია ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • სწრაფად მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი - ერთდროულად ბევრი შეკვეთის მიღება და მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • კომუნიკაბელური და ღიმილიანი.

რა უნდა გააკეთოს კანდიდატმა:
  • ტერიტორიაზე არსებულ ოდას ტიპის ჯიხურში მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება;
  • შეკვეთის გატარება ჟურნალში;
  • პოს ტერმინალზე ჩეკის ამორტყმა;
  • მზარეულის მიერ მომზადებული კერძის გასაცემად აწყობაში დახმარების გაწევა.

სამუშაო პერიოდი და დრო:  
  • ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 40 საათი.
  • სამუშაო იქნება ცვლებში - 3 დღე იმუშავებს კანდიდატი, 3 დღე დაისვენებს.

ანაზღაურება:
დღიური - 50 ლარი+ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი სივი ან მოკლე ინფორმაცია თქვენს  შესახებ, ვინ ხართ და რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა შემდეგ მეილზე:
არ დაგავიწყდეთ მობილური ნომრის მითითება

შეხვედრები გაიმართება მარტვილში 2-3 ივნისს.
მარტვილის მკვიდრებს რა თქმა უნდა უპირატესობა მიენიჭებათ შერჩევის დროს, თუმცა სხვა კუთხის ხალხისთვისაც ღიაა ჩვენი გულები.
გისურვებთ წარმატებებს!