აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი

თბილისი, თელავი, გორი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
TOP მენეჯმენტი: რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი
შპს „კომპანია ორბიტა“, არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE

შპს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი-კახეთი-ქართლი

ძირითადი მოვალეობები:
  • დაქვემდებარებულ სავაჭრო ობიექტებში საოპერაციო და ზოგადი სტანდარტების მართვის უზრუნველყოფა და მათი მუდმივი მონიტორინგი;
  • ბაზრის ტენდენციების და მოთხოვნების განსაზღვრა;
  • სავაჭრო ობიექტებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება;
  • სავაჭრო ობიექტის ფორმატიდან გამომდინარე, ასორტიმენტის განახლებასა და სააქციო პროდუქციის შერჩევასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება,;
  • აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების კვლევის ორგანიზება და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა;
  • პერიოდულად ანგარიშგებების მომზადება;
  • სავაჭრო ობიექტებთან მუდმივი კომუნიკაცია და არსებული პრობლემების აღმოფხვრა;
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების გუნდის შემადგენლობის ფორმირებასა და მომზადებაში აქტიური მონაწილოების მიღება;
  • დაქვემდებარებულ რეგიონებში არსებული სავაჭრო ობიექტების კონტროლი და მათთან გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტების განხორციელება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მსგავს ან მენეჯერულ პოზიციაზე პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • აუცილებელია Microsoft Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 1C ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ხელფასი: განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით

პირობები და ბენეფიტები:
  • სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • ფიტპასი.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: L.kapanadze@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ლაშა კაპანაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტას" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!