იმპორტ-ექსპორტის საოპერაციო ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: ნავთობი/გაზი/საწვავი ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება, ლოჯისტიკა, ლოჯისტიკის მენეჯერი, საბაჟო, ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი) წარმოება/ოპერაციები: ნავთოპროდუქტების მოპოვება/დამუშავება
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, იმპორტ-ექსპორტის საოპერაციო ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • იმპორტისა და ექსპორტის საოპერაციო ნაწილის შესრულება და მართვა;
  • იმპორტისა და ექსპორტის პროცესების ყველა ეტაპის კოორდინაცია და მონაწილეობის მიღება, ხელშეკრულების გაფორმებიდან საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდებამდე.
  • იმპორტისა და ექსპორტისთვის საოპერაციო ნაწილში ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება და კონტროლი საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად. (კონტრაქტები, ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები, სერთიფიკატები და ა.შ);
  • პროდუქციის მიწოდების ვადების კონტროლი;
  • უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია.
  • დოკუმენტების მენეჯმენტი - ფასის და სხვა პირობების შეთანხმების შემდეგ დაკონტრაქტების პროცესის დაორგანიზება.
  • კონტრაქტების და საბუთების შედგენის პროცესში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება იურიდიულ განყოფილებასთან ერთად;
  • უშუალო ხელმძღვანელებისთვის პერიოდული რეპორტების მომზადება

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლოჯისტიკის მენეჯერის, შესყიდვების და იმპორტის მენეჯერის ან იმპორტის და შესყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ნავთობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office;
  • სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:
  • 5 სამუშაო დღე (10:00-19:00);
  • სამედიცინო დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას “გაგზავნე CV” ღილაკზე დაჭერით.
გაგზავნე CV