სს "ჯორჯიან ქარდი" წარმოადგენს საქართველოს ბანკის შვილობილ, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საპროცესინგო კომპანიას, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. "ჯორჯიან ქარდი" უზრუნველყოფს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და POS ტერმინალების ინსტალაციასა და მართვას, საგადამხდელო მოწყობილობების შეძენას, მიწოდებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას, პროექტების მენეჯმენტს, მომხმარებელთა კონსულტირებას, სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტების უწყვეტ მომსახურებას, პროფესიონალურ ტექნიკურ და სხვა საპროცესინგო მომსახურებას.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს მიზანი:
უზრუნველყოს კომპანიის ოფისის გამართული სამეურნეო და ტექნიკური ფუნქციონირება. იყოს პასუხისმგებელი ოფისის ყოველდღიურ მოვლასა და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე
ძირითადი მოვალეობები:
უზრუნველყოს კომპანიის ოფისის გამართული სამეურნეო და ტექნიკური ფუნქციონირება. იყოს პასუხისმგებელი ოფისის ყოველდღიურ მოვლასა და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა (ელექტროობა, წყალი, გათბობა/გაგრილება და სხვა).
- საოფისე ინვენტარის (მაგიდები, სკამები, კარადები და სხვა) პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება ან ჩანაცვლება.
- ნათურების, ჩამრთველების, საკეტების, მცირე ტექნიკის და სხვა დეტალების ცვლილება ან რემონტი.
- შესყიდვების საჭიროების დაფიქსირება და მომწოდებლებთან კოორდინაცია (სამეურნეო მასალები, საწმენდი საშუალებები და სხვა).
- ოფისის დასუფთავებისა და ჰიგიენური სტანდარტების მონიტორინგი და დასუფთავების პერსონალთან ურთიერთობა.
- უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და მონიტორინგი (სახანძრო სისტემები, საგანგებო გეგმა და სხვ.).
- ოფისში ტექნიკური ან საორგანიზაციო ცვლილებების მხარდაჭერა (მაგალითად, ავეჯის გადაადგილება, ღონისძიებებისთვის ადგილის მოწყობა, ნივთების გადატანაში მხარდაჭერა და სხვ.).
- თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ ტექნიკურ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი დროული მოგვარება.
- კომპანიის დირექტივების შესრულება სამეურნეო საკითხებში.
- სამეურნეო საწყობში მარაგების განთავსება/გაცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:
- მინიმუმ საშუალო განათლება, ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
- მსგავსი ტიპის სამუშაო გამოცდილება.
- ტექნიკური უნარები (ელექტრო, წყალგაყვანილობა, მცირე სარემონტო სამუშაოები და სხვა).
- პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობა
- დროის ეფექტური მართვა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- გუნდთან თანამშრომლობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი.
- დაკვირვებული დეტალებზე.
- ორგანიზებული და შრომისმოყვარე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
საგამოცდო ვადა 6 თვე, შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება 1500 ლარი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
საგამოცდო ვადა 6 თვე, შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება 1500 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge და სათაურის ("subject") ველში აუცილებლად მიუთითეთ „სამეურნეო სპეციალისტი“