მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომელი/სტუმართა მომსახურების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი Wyndham Grand Tbilisi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office), სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი
სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომლის და სტუმართა მომსახურების აგენტის თანამდებობაზე.

თანამდებობა: მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება.
  • კომუნიკაციის წარმოება სტუმრებთან სასტუმრო მომსახურებებთან დაკავშირებით.
  • სპეციალური შემოთავაზებებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის ფლობა.
  • სასტუმროს სტანდარტების დაცვა.
  • სტუმრის მოთხოვნებისა თუ ჩივილების გადაჭრა სწრაფად და ეფექტურად.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა.
  • სტუმრების მიმართ თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა.
  • სწრაფად და ეფექტურად და პრობლემების მოგვარების უნარი.
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით სრულად უზრუნველყოფას
  • გრაფიკი 4/4- ზე, 4 დღე მუშაობა და 4 დღე დასვენება. 08:00-20:00; 20:00-08:00

თანამდებობა:სტუმართა მომსახურების აგენტი

მოვალეობები:
  • შიდა, შემომავალი და გამავალი ზარების კოორდინირება, დაკავშირების უზრუნველყოფა
  • შეტყობინებების მიღება და გადაცემა
  • სტუმრებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელებაში დახმარების გაწევა
  • ელ. ფოსტით მიღებულ შეტყობინენებზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით სრულად უზრუნველყოფას

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@wyndhamgrandtbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. ,, Wyndham Grand Tbilisi“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების და დამუშავების პრინციპების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi”.