ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ჰიტეკო ჯგუფი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
"Hiteco Group" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მოგროვება-დამუშვება;
  • პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა და პროგრამაში, ორისი ასახვა, შენახვა-დაარქივება;
  • rs.ge-ზე მუშაობა, სასაქონლო ზედნადებებისა და ფაქტურების გამოწერა-კორექტირება;
  • დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • შესყიდვებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • დეკლარაციებთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვა;
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების, ავანსისა და მოხმარებული საწვავის კონტროლი;
  • სხვა, უშუალო უფროსის დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა “ორის”-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო კვირა: ორშაბათი - შაბათი
შრომის ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@splendidtbilisi.com

ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com