ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ატელიე აუთლეტი
მივლინება: არა ხელფასი: 1800 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა  საქართველოში, რომელიც
მომხმარებლებს 50-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას  სთავაზობთ.
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშო ადგილი:  ქ. თბილისი, დავით სარაჯიშვილის #4

გრაფიკი: 10:00 – 19:00 (1 საათი შესვენება)
დასვენება : 2 დღე
ანაზღაურება :1800 ლარი + ბონუსი

მოვალეობები:
  • ბაზრის კვლევა და ბაზარზე ბრენდების ფასების მუდმივი მონიტორინგი; 
  • ჩამოსულ პროდუქციებზე ფასების დადგენა;
  • ფილიალებში  პროდუქციის განახლებების დაგეგმვა მენეჯმენტთან ერთად ;
  • გაყიდვების ანალიზი და იმპორტის შედეგების მონიტორინგი; 
  • სალიკვიდაციო სივრცის მუდმივი კომტროლი და პრობლემური ნაშთებისთის ფასების ხელახლა დადგენა; 
  • დაზიანებული პროდუქციის მონიტორინგი და შესაბამისი პროცედურების გატარება; 
  • ყველა ფილიალში განლაგებული პროდუქტის მუდმივი კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • ექსტრა და სააქციო შეთავაზებებზე დროული რეაგირება;
  • რეპორტების წარმოება;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 
  • ბრენდების ცნობა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel); 

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV)  შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.