უმცროსი არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი STIPFOLD
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
არქიტექტურულ კომპანია სტიფპოლდში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - უმცროსი არქიტექტორი

სტიპფოლდი მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • წინასაპროექტო კვლევის მომზადება
  • არქიტექტრული კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა
  • არქიტექტრული კონცეფციის მიხედვით სრული სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში
  • ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია სასურველი ხარისხის ვიზუალიზაციის მიღების მიზნით
  • არქიტექტრული კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა
  • შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია მშენებლობის ნებართვის აღების მიზნით

სავალდებულო მოთხოვნები
  • Revit - ის სრულყოფილად ცოდნა
  • შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

ანაზღარება:ფიქსირებული ხელფასი + ბონუსების სისტემა (2000 ₾ - 3000 ₾)
სამუშაო საათები: ორშ - პარ 09:00 – 18:00

I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება; II ეტაპი - დავალების შესრულება
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stipfold.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Junior architect
https://www.stipfold.ge/