მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია მკერავი
მივლინება: არა ხელფასი: 1100
მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
მცირე ზომის სამკერვალო საწარმო,,მკერავი“, რომელიც დაკომპლექტებულია თანამედროვე დანადგარებით: Mimaki, Transmatic, Brother, Roland და სხვა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: უნიფორმების და სპორტული ტანსაცმლის კერვა, ტექსტილზე სუბლიმაციური ბეჭდვა, ქარგვა, შოლკოგრაფია, ეძებს გუნდის ახალ წევრს: მძღოლს

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
  • სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
  • ანაზღაურება-1100 ლარი
  • ავტომობილი და საწვავი კომპანიის

ძირითადი მოვალეობები:
  • ტექსტილის და სამკერვალო სხვადასხვა პროდუქციის/მასალის მიტანის უზრუნველყოფა ობიექტიდან ოფისამდე და ოფისიდან ობიექტამდე;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;

მოთხოვნები:
  • ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია მექანიკური;

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით  რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@mkeravi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მძღოლი
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი  2025.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს ,,მკერავი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@mkeravi.com

გისურვებთ წარმატებებს.