მაღაზიების სტრატეგიული განვითარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვინჩერო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
TOP მენეჯმენტი: ბიზნესის განვითარება/სტრატეგია
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

 შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" -ის შვილობილი კომპანია „ვინჩერო“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიების სტრატეგიული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. 
მდებარეობა: ქ. თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:
  • ქსელური მაღაზიების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ახალი კომერციული ფართების მოძიება, მოლაპარაკება და კონტრაქტების შეთანხმება;
  • მაღაზიების გახსნის, გადანაცვლებისა და/ან დახურვის პროცესების სრული მართვა (გეგმარება, ბიუჯეტირება, შესრულების მონიტორინგი);
  • თანამშრომელთა მართვა და გუნდის ფორმირება (მმართველი პერსონალის შერჩევა, სწავლება, მოტივაცია);
  • ოპერაციული პროცესების მონიტორინგი და მაღაზიების ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესება;
  • გაყიდვების ანალიზი და KPIs-ის მუდმივი კონტროლი;
  • კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი ქსელის განვითარების კუთხით;
  • ერთობლივი მუშაობა მარკეტინგთან, ლოგისტიკასა და ფინანსებთან მაღაზიების ეფექტური ოპერირებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის ან მსგავს სფეროში);
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში ქსელის ან ფილიალების მართვაში;
  • გამოცდილება კომერციულ ფართებთან და უძრავ ქონებასთან მუშაობის მიმართულებით;
  • გუნდური მართვის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული ხედვა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, PowerPoint და სხვ.);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 02 ივლისი. 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”