მარკეტინგის მენეჯერი / სოც. მედია სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი, მარკეტინგის მენეჯერი
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას: მარკეტინგის მენეჯერი / სოც. მედია სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ვაკანსიის აღწერა:
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი არის სადაზღვევო კომპანია ,რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს ბაზარზე .
ჩვენი გუნდი ეძებს კრეატიულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც ასევე შეითავსებს სოციალური მედიის მართვის ფუნქციებს. ჩვენ გვესაჭიროება პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია კონტენტის დაგეგმვა, შექმნა, ვიზუალური მასალების აწყობა და კამპანიების ეფექტური რეკლამირება სხვადასხვა ციფრულ არხზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
  • კომპანიის სოც. მედია პლატფორმების (Facebook, Instagram, LinkedIn და სხვ.) მართვა
  • კონტენტის კალენდრის დაგეგმვა და შინაარსის შექმნა
  • ვიზუალური მასალების შექმნა (Canva, Photoshop ან სხვა პროგრამების გამოყენებით)
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი (Meta Ads, Google Ads)
  • აუდიტორიის ანალიზი და ჩართულობის გაზრდის ღონისძიებების ინიცირება
  • ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და ეფექტიანობის ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამისი მიმართულების დიპლომი
  • სასურველია მინ 1  წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვაში
  • კონტენტის წერისა და კრეატიული იდეების გენერირების უნარი
  • სასურველია დიზაინის პროგრამების ცოდნა (Canva, Adobe Suite და სხვ.)
  • სარეკლამო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტაცია

ანაზღაურება-შეთანხმებით
ლოკაცია-თბილისი,საბურთალო
გრაფიკი- ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო (თუ გაქვთ) შემდეგ მეილზე- gabelia@myigg.ge 
რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სათაურში დააწერეთ პოზიცია.