რეკრუტერი

თბილისი სრული განაკვეთი Tiger Trans Group
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
ლოჯისტიკური კომპანია Tiger Trans Group აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.

მუშაობის პირობები-დისტანციური მუშაობა
სამუშაო გრაფიკი: 16:00 სთ-დან 02:00 სთ-მდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ხელფასი: $400 პლუს ბონუსი

კომპანია მე-5 წელია წარმატებით აწარმოებს ტვირთების გადაზიდვას და სადისპეჩერო მომსახურეობას ამერიკის ტერიტორიაზე და კანადაში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ვაკანსიების განთავსება რამოდენიმე პლათფორმაზე;
  • ზარებზე პასუხი;
  • კანდიდატებთან დაკავშირება, კომპანიის მოთხოვნების და პირობების ახსნა;
  • დაინტერესებულ კანდიდატებს დასაქმებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის უზრუნველყოფაში დახმარება;
  • შერჩეული კანდიდატების რეგისტრაცია კომპანიის შიდა პროგრამაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდა მაღალ დონეზე
  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

შერჩეულ კანდიდატებს მოუწევთ 1 კვირიანი გადამზადების პერიოდის გავლა-საქმის დეტალების შესასწავლად. კარგად ათვისების შემთხვევაში მოხდება სამსახურში აყვანა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: tigertrans206@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.