ოპერატორი

ბათუმი მოქნილი გრაფიკი ორბი სითი მოლი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ,,ორბი სითი მოლი’’ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

,,ორბი სითი მოლი’’- Orbi City-ის ტერიტორიაზე განლაგებული რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო და გასართობი სივრცეა, რომელიც წლიურად 7 მილიონზე მეტ ვიზიტორს მიიღებს და გააერთიანებს 250-მდე ბრენდის მოდის, კვების, სერვისებისა და გასართობის სექტორიდან.

მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი : მოქნილი
ანაზღაურება : 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • სწრაფი კვების აპარატებისა და ყავის აპარატების შევსება და მოწესრიგება;
  • საწყობში სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
  • საქონლის აღწერა და მენეჯერისთვის შესასყიდი საქონლის ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

თვისებები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  •  კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • საქმისა და დროის სწორი მართვა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზაციის მიზნებზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: hr@orbi.net და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას!