ბუღალტერ- ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო ფორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
შპს „აგრო ფორსი“ სასოფლო-სამეურნეო კომპანიაა, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და სერვისებს.

ჩვენი მიზანია ბაზარზე დავნერგოთ წამყვანი ბრენდების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია: სასუქები, სტიმულატორები, პესტიციდები, სამუშაო იარაღი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აგრეგატები.

ამჟამად, ჩვენი გუნდი ეძებს ბუღალტერ- ოპერატორს საბუღალტრო-სასაწყობე დეპარტამენტში

რას გთავაზობთ?
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქუჩა N44;
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (08:30-17:30);
  • ანაზღაურება: 1000-1200 ლარიდან (კვალიფიკაციის მიხედვით);
  • პროფესიული გამოცდილებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • კვალიფიციურ გუნდთან მუშაობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საოპერაციო სისტემაში საჭირო ოპერაციების შესრულება;
  • შემოსული შეკვეთების გაფორმება და რეალიზაცია, ზედნადებების ატვირთვა RS-ზე, ზედნადებების დასრულება, შემოსავლების გატარება, ახალი კლიენტის დამატება, ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნა, ჩამოწერა,
  • საცალო გაყიდვა, შიდა გადაზიდვების, ინვოისის მომზადება/გადაგზავნა და სხვა საჭირო ოპერაციების შესრულება;
  • მენეჯერების მიერ მოთხოვნილი რეპორტების მომზადება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან სასერტიფიკატო კურსი ბუღალტერიის მიმართულებით;
  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია FINA-ს პროგრამაში და RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით EXCEL.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@borun.ge, სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@borun.ge
გისურვებთ წარმატებას!