პროდუქტის მარკეტერი

თბილისი სრული განაკვეთი ლიდერბეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტოლოგი
Leader-Bet.com - ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო დაარსდა 2010 წელს და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნას ყველაზე ინოვაციური პროდუქტები ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს საინტერესო და კომფორტული გასართობი პორტალი, სადაც შეძლებენ ითამაშონ მრავალფეროვანი ოლაინ თამაშები და ტოტალიზატორი ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.Leader-bet.com

ლიდერბეთი - აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მარკეტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • გააანალიზოს ბიზნესის და პროდუქტის საჭიროებები სხვადასხვა ვერტიკალში (სპორტბეთი, სლოტები, კაზინო, P2P) და შექმნას როგორც ბიზნესზე, ისე მომხმარებელზე მორგებული აქციები;
  • შექმნას, დაგეგმოს და განახორციელოს კონვერსიებზე და მომხმარებლის ჩართულობაზე ორიენტირებული აქციები ბიზნესის პროდუქტების საჭიროების მიხედვით;
  • განსაზღვროს მოთამაშეთა სეგმენტებზე მორგებული სტრატეგიები;
  • მოახდინოს მომხმარებლის ფიდბექისა და კონკურენტების ანალიზი;
  • განსაზღვროს აქციების ბიუჯეტები, უზრუნველყოს ჩართულ გუნდებთან ურთიერთობა (პროექტების მენეჯერი, დეველოპერები, დიზაინის გუნდი, პროდუქტების ოუნერები);
  • აწარმოოს რეპორტინგი.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
  • სავალდებულოა სათამაშო ბიზნესში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • გამართულად წერის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

დაქვემდებარებული თანამშრომლები: ქოფირაითერი, ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული ( ხუთ დღიანი სამუშაო კვირა)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე jobs@leader-bet.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: ლიდერბეთი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთ სლოტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.