საწარმოს დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა
TOP მენეჯმენტი: მმართველი წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს დირექტორი(ხელმძღვანელი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდ დიღომი, დემეტრე თავდადებულის N29

კომპანიის შესახებ:
ჩვენი საწარმო სპეციალიზდება მაღალი ხარისხის ნახევარფაბრიკატების წარმოებაში. ვმუშაობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით, ვუზრუნველყოფთ პროდუქციის უმაღლეს ხარისხს და ვქმნით პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწარმოს მართვის ეფექტური მოდელის შემუშავება და დანერგვა;
  • წარმოების გეგმის შედგენა და მაქსიმალური შესრულების უზრუნველყოფა;
  • წარმოების პროცესების ორგანიზება და ეფექტური მართვა;
  • გუნდის სწორი გადანაწილება სამუშაო პროცესში და მართვა;
  • გუნდში პოზიტიური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მათი მონიტორინგი საწარმოში;
  • ტექნოლოგიური პროცესების მართვა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა;
  • წარმადობის ანალიზი და წარმოების პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
  • პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიკაცია და ეფექტური გადაჭრა.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება წარმოების დაგეგმვისა და მართვის სფეროში (სასურველია კვების მრეწველობაში);
  • გუნდის მართვის გამოცდილება და ლიდერული უნარები;
  • წარმოების თანამედროვე მართვის მეთოდების ცოდნა;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების საბაზისო ცოდნა;
  • ტექნოლოგიური პროცესების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ერთჯერად კვებას,
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
ან დაგვიკავშირდით: +995 555 54 00 35