ელექტრო დამტვირთველის მძღოლი

მცხეთა მოქნილი გრაფიკი ინვეტ ფიდი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: მძიმე ტექნიკით ოპერირება
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრო დამტვირთველის მძღოლის  პოზიციაზე. 
კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: ცვლის ანაზღაურება 100 ლარი+ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (თბილისში მაცხოვრებელისთვის კომპანია უზრუნველყოფს  საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას/სამსახურში მიყვანას და უკან წამოყვანას)
კვება:  სამჯერადი კვება 
ბენეფიტი: დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • ელექტრო დამტვირთველის მართვა შიდა უსაფრთხოების რეგულაციების და პროცედურების დაცვით;
  • ტვირთის აწევა, გადატანა და განთავსება განსაზღვრულ ადგილებში;
  • ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025  წლის 03 ივლისამდე. 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!