საწყობის თანამშრომელი/მტვირთავი

თბილისი სრული განაკვეთი GeoDistribution
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "გეოდისტრიბუცია"აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელი/მტვირთავის პოზიციაზე.

მოთხოვნები/მოვალეობები:
  • მწარმეობლისგან მზა პროდუქციის უსაფრთხოდ მიღება, ჩამოტვირთვა, საწყობის უფროსის მიერ მითითებულ, შესაბამის ადგილზე დალაგება-დასაწყობება;
  •  აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის გაცემისას, მისი დასატვირთად მომზადება (მაგ: პალეტზე დალაგება და ა. შ.) და ავტომანქანებში ჩატვირთვა;
  • დასაწყობებული პროდუქციის მოვლა და მისი სასაქონლო სახის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • ვალდებულია, საქონლის მიღება და გაცემა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის, ზედნადების საფუძველზე.
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, თბილისის სადისტრიბუციო მანქანებზე არსებული პროდუქციის ნაშთის დეტალური აღწერა; აღწერილი მონაცემების გადატანა შესაბამის სააღრიცხვო ფორმაში და ორმხრივი ხელმოწერით დადასტურება;
  • ფიზიკურად აღწერილი პროდუქციის ნაშთი შეადაროს ბუღატრულ ნაშთს და სხვაობის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.

სხვა მოთხოვნები:
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@geodistribution.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 551 048 469