გარე გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Phoenix
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია ფენიქსი აცხადება ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

კომპანია ფენიქსი - არქიტექტურული ზედაპირების გალერეა, რომელიც სპეციალიზდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებში. 

ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბაზრისთვის ახალი კლიენტების მოსაძებნად და პროექტების მოსატანად.

ძირითადი მოვალეობები
  • ახალი კლიენტების აქტიური ძებნა და კონტაქტის დამყარება
  • სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტები და პოტენციური კლიენტებთან შეხვედრები
  • პროექტების იდენტიფიცირება და გაყიდვების პროცესის წარმართვა
  • არქიტექტორებთან, მშენებლებთან და დეველოპერებთან ურთიერთობის დამყარება
  • ბაზრის კვლევა და ტენდენციების მონიტორინგი
  • კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევა პროდუქციის შესახებ
  • გაყიდვების რეპორტების მომზადება

მოთხოვნები 

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • სამშენებლო ინდუსტრიის ცოდნა (სასურველი)
  • აქტიური ხასიათი - მზადყოფნა ობიექტებზე გადაადგილებისა (უზრუნველყოფს კომპანია) და ახალი კლიენტების ძებნისთვის 
  • კომუნიკაციის უნარი
  • მართვის მოწმობა (სასურველი)

მნიშვნელოვანია:
ამ პოზიციაზე ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც
  • თავისით გადის სამშენებლო ობიექტებზე
  • აქტიურად ეძებს ახალ პროექტებს
  • ინიციატივას იღებს ახალი კონტაქტების დამყარებაში

ჩვენ გთავაზობთ
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (შეთანხმებით)
  • გახანგრძლივებულ სამუშაო კარიერის პერსპექტივას
  • მოტივაციურ გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო გრაფიკი
დრო: 09:00 - 18:00
დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სრული განაკვეთი

თუ ხართ აქტიური და მოტივირებული პროფესიონალი, რომელსაც სურს ჩაერთოს ძლიერ გუნდში და წარმატებით იმუშაოს სამშენებლო ინდუსტრიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@phoenix.ge