შპს მასტერ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროდუქციის მაღაზიათა ქსელში ("პროფ ჯგუფი") კონსულტანტის პოზიციაზე რ.აგლაძის N15 მდებარე მაღაზიაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სამშენებლო პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
- კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
- მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
- საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
- დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
- დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;
პირობები:
სამუშაო დრო 09:00-19:00 (სეზონურად სამუშაო დრო ცვალებადია) კვირაში ორი დასვენების დღე.
სამი თვე გამოსაცდელი ვადა;
ანაზღაურება 1500 ლარი (ძირი) + გამომუშავება
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV (ქართულ ენაზე გამართული) მისამართზე: masterjgupi@gmail.com . გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ, „კონსულტანტი“.