გაყიდვების ოპერატორი

მცხეთა სრული განაკვეთი სპეცკომფორტი
ხელფასი: 1000 - 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური, ქართული
გაყიდვები: გაყიდვების ქოლცენტრი
მდებარეობა: მცხეთა,წეროვანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
დასვენება 2 დღე შეთანხმებით.
განათლება: ბაკალავრი

სამშენებლო  მასალების საწარმო, სპეცკომფორტი № 1 ოქროს ბრენდის მფლობელი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2015 წელს ‘’აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით . კომპანიის შესახებ იხილეთ მეტი _ http://speckomforti.ge/georgian/home

სპეცკომფორტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის  პოზიციაზე.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ ორმხრივ ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება  პირველი 2 თვის განმავლობაში 1000 ლარი, მესამე თვიდან 1200+ბონუსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ენების ცოდნა : რუსული, ინგლისური (სასურველია)  ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. (MC Word, MC Excel, Power point)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სატელეფონო  ზარების მიღება, რეგისტრირება;
  • საჭიროებიდან გამომდინარე ადგილზე მომხმარებლის მიღება და მომსახურების გაწევა; 
  • კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • მომხმარებლების  კონსულტაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დახმარება;
  • მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის    სრულყოფილად მიწოდება;
  • მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
  • მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
  • ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთან დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების და ახალი პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება; მიტანის სერვისისა და სხვა საკითხების შესახებ.

უნარები:
  • ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიულ განვითარებას;
  • ტრანპორტირებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში მუშაობას .

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@speckomforti.ge  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  – გაყიდვების  ოპერატორი.