საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანია “Hertz” ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ, ორგანიზებულ თანამშრომელს ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისცენტრებთან კომუნიკაცია;
- ავტომობილების წინასწარ რიგში ჩაწერა;
- საჭიროების შემთხვევაში ავტომობილების მიყვანა სერვის ცენტრში;
- ავტომობილების მომზადება სეზონის მიხედვით;
- ავტოპარკში არსებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების კონტროლი;
- გეგმიური სერვისების ჩატარება;
- პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადების კონტროლი;
- რეპორტინგი;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება ადმინისტრაციული კუთხით
საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია)
- სასურველია ტექნიკური განხრით გამოცდილება
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- B და C კატეგორიის მექანიკის მართვის მოწმობის ფლობა სავალდებულოა
- ავტომობილის აგებულების, დანიშნულების და ძირითადი ტექნიკური და საოპერაციო მახასიათებლების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
- ანაზღაურება – 1300 ლარი (მზარდი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ მეილ(ებ)ზე: corporate@hertz.com.ge, a.rekhviashvili@hertz.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტი