ინვენტარიზაციის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
ხელფასი: 1450 - 1800
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო აცხადებს ვაკანსიას ფრესკოს ინვენტარიზაციის თანამშრომლის პოზიციაზე

ანაზღაურება: 1450 -1800 ლარი
სამუშაო საათები: 08:00 - 18:00
დასვენების დღე: შაბათ - კვირა

აუცილებელი პირობა:
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების მინიმალური ცოდნა
  • აპექსში მუშობის მინიმალური გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • ორგანიზებული;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრობლემის დროულად აღმოჩენისა და სწრაფად რეაგირების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • უზრუნველყოფს სუპერმარკეტის სრული აღწერის ჩატარებას მიცემული გრაფიკის მიხედვით.
  • პასუხისმგებელია ძირითადი საშუალებების აღწერა-მარკირებაზე
  • უზრუნველყოფს სუპერმარკეტებში (სავაჭრო დარბაზი და საწყობის ტერიტორია) ვადაგასული პროდუქციის შემოწმება
  • უზრუნველყოფს სუპერმარკეტის სავაჭრო დარბაზში არასწორი ფასმაჩვენებლების შემოწმება
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები დათქმულ ვადებში.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995591918076

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: +995 32 2 907 907