საწყობის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1300
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: 1200-1300 ლარი

მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია პროდუქციის სწორად მიღებაზე.
  • ვალდებულია პროდუქცია მიიღოს/მიითვალოს ზედნადებების შესაბამისად.
  • ვალდებულია პროგრამული ანგარიშების სწორ წარმოებაზე.
  • ვალდებულია დროულად დააბრუნოს პროდუქცია მომწოდებელზე და მოახდინოს შესაბამისი პროგრამული ოპერაცია
  • ასრულებს უშუალო უფროსის მიერ მიცემულ სხვადასხვა დავალებებს წინამდებარე სამუშაო აღწერილობაში მოცემული ვალდებულებების გათვალისწინებით.
  • მკაცრად დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები და კანონით დადგენილი ნორმები.
  • ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!