სოციალური მედია მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი E60
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
E60 აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე

E60 – არქიტექტურული, დიზაინერული და სამშენებლო კომპანია

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ცვლები / ჰიბრიდული რეჟიმი (40 საათი კვირაში)
ანაზღაურება: შეთანხმებით — განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით; პირველი თვე ითვლება გამოსაცდელ პერიოდად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სოციალურ მედია არხებზე (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) კორპორატიული გვერდების გამართული და ეფექტური მართვა
  • დიზაინერთან თანამშრომლობით პოსტების შექმნა და რეფერენსების მოძიება
  • განთავსებულ პოსტებზე კომენტარებზე სწრაფი და შინაარსობრივი რეაგირება
  • შეტყობინებებზე დროული და ეფექტური პასუხი
  • რეკლამების მართვა სოციალურ ქსელებში
  • ყოველკვირეული ანალიტიკური რეპორტების მომზადება არხების ეფექტიანობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით
  • აუცილებელია გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში
  • საოფისე პროგრამების (MS Office ან Google Workspace) ფლობა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საშუალო დონე ან ზემოთ)
  • არქიტექტურულ ან სამშენებლო სფეროს ცოდნა ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური და სტრუქტურირებული აზროვნების უნარი
  • გუნდური თანამშრომლობის უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დამატებითი ინფორმაცია:
არ არის აუცილებელი მრავალწლიანი გამოცდილება — საკვანძო უნარების შეფასება მოხდება გასაუბრებისას ლაივ ფორმატში.
რეზიუმეს გამოგზავნისას აუცილებელია ტექსტში ან თემის ველში განთავსდეს ფრაზა: „მე მიყვარს მარკეტინგი“
აღნიშნული დეტალი მიუთითებს, რომ განცხადება სრულად იქნა წაკითხული და ყურადღება მიენიჭა დეტალებს.

რეზიუმე და პორტფოლიო (სურვილისამებრ) გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@e60.ge