სასტუმრო „მონოგრაფი“ აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა;
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა, დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად;
- ფიდელიოს პროგრამის ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო უნარები:
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფად რეაგირების უნარი.
პირობები:
- 12 საათიანი ცვლა (ღამის სმენებიც),
- ანაზღაურება გამოცდილი კადრისთვის - 1200 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@monographtbilisi.com