ფიტნეს ტრენერი/ინსტრუქტორი

თბილისი სრული განაკვეთი Swissotel Tbilisi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: სპორტი/მწვრთნელი
„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას Purovel SPA -ში : ფიტნეს ტრენერის/ინსტრუქტორის პოზიციაზე

Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება ფიტნეს ინსტრუქტორის პოზიციაზე
  • ინგლისური ენის ფლობა აუცილებელია

ძირ
ითადი მოვალებები:
  • სტუმრების შესაბამისი სერვისის მაღალ დონეზე გაწევა.
  • ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
  • ჯგუფური/ ინდივიდუალური ვარჯიშების ჩატარება
  • ფიტნეს სივრცის ზედამხედველობა

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა;

დამატებითი სარგებელი:
  • კვება,
  • დაზღვევა,
  • ტრანსპორტირება,
  • ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე.

სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3
სამუშაო გრაფიკი 2/2-ზე 12 საათი (აქედან 1 საათი შესვენება)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tamar.tamazashvili@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (ფიტნეს ტრენერი/ინსტრუქტორი)

„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!