ბრენდ მენეჯერი/პროდაქტ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი AutoRider
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი, პროექტის მენეჯერი
შპს „ავტორაიდერი“ საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას: ბრენდ მენეჯერის/პროდაქტ მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაცია
  • ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება;
  • სოციალური მედიის მართვა (ფეისბუქი, ინსტგრამი .....)
  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა. პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაციით კონსულტანტების უზრუნველყოფა, მათი ტრენინგი საჭიროების შემთხვევაში;
  • მოგების მაქსიმიზირების მიზნით პროდუქტის ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი. საჭიროებისას ფასების სწორი და დროულად ცვლილება,
  • პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით, მათ შორის მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა, ახალი კლიენტების (მათ შორის კორპორატიულების) მოძიება-მოზიდვა, ძველი კლიენტების შენარჩუნება და მათი ლოიალობის გაზრდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გამოცდილება
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება საცხებ-საპოხი საშუალებების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს.
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
  • მათემატიკის ძალიან კარგი ცოდნა.
  • ლოგიკური აზროვნების ძლიერ განვითარებული უნარი
  • ენერგიული და კომუნიკაბელური, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით;
  • მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

განაცხადის შემოტანის ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: b.mebonia@autorider.ge მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV