გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Tempo Holding
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), კლიენტების მომსახურების მენეჯერი
Tempo Holding – სამშენებლო და დეველოპერული კომპანია,რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტში გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის (After sales manager) პოზიციაზე.

კომპანია: Tempo Holding
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი

ძირითადი მოვალეობები:
  • გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი: შემოწმება, დაარქივება, აღრიცხვა.
  • მომხმარებელთან პროფესიონალური და დროული კომუნიკაცია (ტელეფონით, ელ.ფოსტით ან/და პირადი შეხვედრით);
  • მომხმარებლებთან გაყიდვების შემდგომ კომუნიკაცია და ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროული მომზადება/მიწოდება;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაციისას ინფორმაციის მიღება, გადამოწმება და გაყიდვების ხელმძღვანელისათვის გაზიარება;
  • გაყიდული ბინების სარემონტო სამუშაოების შეთავაზება კლიენტებისათვის და გაყიდვა;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა ტექნიკურ საკითხებზე და ინფორმაციის მიწოდება: რემონტის დეტალები, შესრულების ვადები და ა.შ.
  • მოთხოვნების მიხედვით სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • გაყიდვების შემდგომი პროცედურების, გრაფიკების და სტატუსების მართვა
  • დოკუმენტების მოწესრიგება: ჩაბარების აქტები, შენიშვნების ფორმები, და ა.შ.
  • კომპანიაში არსებული ხარისხის სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში, მომსახურების ან გაყიდვების შემდგომ მომსახურების მიმართულებით
  • ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა - აუცილებელია
  • კოლეგიალურობისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემის გადაჭრის უნარი
  • გაყიდვებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა ( CRM.; MS Office, Outlook)
  • დროის ეფექტური მართვისა უნარი;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანგარიშგების უნარი

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სტაბილური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • თანამედროვე სამუშაო გარემო ბათუმში
  • მეგობრული და მზარდი გუნდი

განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე n.mamuchadze@tempoholding.ge ხოლო საგნის ველში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.

„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!