Infinity Ventures Holding (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
მოთხოვნები:
პროფესიული უნარები:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
- Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
- Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
- Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
- Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- გაყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ჰოლდინგის სამივე კომპანიის მიმართულებით;
- ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის საფუძველზე კომერციული მიმართულებების ოპტიმიზაცია;
- გაყიდვების გეგმის შედგენა თითოეული კომპანიის სპეციფიკის მიხედვით;
- კომერციული გუნდების სტრუქტურული მოდელის შექმნა სამივე კომპანიაში;
- კომერციული დირექტორებისა და ინდივიდუალური წარმომადგენლების შერჩევა, მათი მიზნებისა და მოტივაციის მართვა;
- პროცესების შექმნა და სტანდარტიზაცია გუნდებს შორის;
- KPI სისტემის შემუშავება — როგორც გუნდის, ისე ინდივიდუალური დონეზე. ასევე, შესრულების ანალიზი და შესაბამისი კორექტივების დროული განხორციელება;
- მონაცემთა ბაზებისა და პროცესების ოპტიმიზაცია SalesForce-ში;
- მჭიდრო თანამშრომლობა სამივე კომპანიის ტექნიკურ, ფინანსურ, მარკეტინგის და საოპერაციო დეპარტამენტებთან;
- ყოველთვიური და კვარტალური გეგმების შესრულების შეფასება;
- გაყიდვების დინამიკის ანალიზი და რეპორტინგი აღმასრულებელ გუნდთან;
- პროგნოზების შედგენა და რისკების მართვა.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების/კომერციის მიმართულებით (სასურველია სამშენებლო სფეროში)
- გაყიდვების პროცესში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (С-level) ურთიერთობის გამოცდილება;
- გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
- გაყიდვების პროცესებისა და KPI-ის შექმნის გამოცდილება;
- CRM სისტემაში გაყიდვების პროცესის აწყობის გამოცდილება;
- გაყიდვების გეგმის შემუშავების გამოცდილება.
პროფესიული უნარები:
- სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური აზროვნება
- ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი: გუნდის მოტივაცია, განვითარების ხელშეწყობა და ერთიანი მიზნისკენ წაყვანა სხვადასხვა კომპანიის ჭრილში.
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა
- სტრუქტურული და პროცესებზე ორიენტირებული აზროვნება
- მოლაპარაკებების და პრეზენტაციის უნარი
- სტრესის მართვის უნარი
- ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი (ERP,CRM, Excel და ა.შ.)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.