კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები
- საკომპენსაციო და ადმინისტრაციული ტიპის ბრძანებების მომზადების მხარდაჭერა (ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტი, ბიულეტენი, პოზიციისა და ხელფასის ცვლილებებზე შეთანხმების ხელშეკრულების მომზადება);
- ახალი თანამშრომლებისთვის ხელშეკრულების მომზადება/გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება/შეცვლა;
- თანამშრომლებისთვის სიახლეების გაცნობა;
- თანამშრომლებისთვის ცნობის/რეკომენდაციის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
- პსპ ფარმას თანამშრომლებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების/ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე ერთ წლამდე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საქართველოს კანონმდებლობის და შრომის კოდექსის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა;
- ოპერატიულობა;
- დაკვირვებულობა;
- პრობლემების გადაჭრის უნარი კომპეტენციის ფარგლებში;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 ივნისი, 2025 წელი.