საქმისმწარმოებელი

თბილისი, ყაზბეგი, გუდაური სრული განაკვეთი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
ა(ა)იპ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას  შემდეგ პოზიციებზე: საქმისმწარმოებელი

ადგილმდებარეობა: თბილისი ან/და გუდაური

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი
რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ბოლო ვადა: 30.07.26

პოზიცია: საქმისმწარმოებელი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები
ფუნქცია 1. სკოლაში ყველა ტიპის დოკუმენტბრუნვის განხორციელება, მონიტორინგი/
  • კონტროლი და სისტემატიზირება
  • კოლეჯში შემოსული და გასული კორესპონდენციის პირველადი დამუშავება და აღრიცხვა საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამა eflow-ში;
  • ხელშეკრულებების, მემორანდუმების და შიდა მოძრაობის დოკუმენტების გაფორმების ორგანიზება და აღრიცხვა;
  • კოლეჯის თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფასების შესახებ და სხვ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამა eflow-ში;
  • კოლეჯში მიმდინარე პროცესებთან, მათ შორის სასწავლო პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამა eflow-ში;
  • დოკუმენტის შესრულებაზე კონტროლი და შესრულების შესახებ ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
  • დოკუმენტის ადრესატისათვის გადაცემის უზრუნველყოფა, მათ შორის დოკუმენტაციის გაგზავნა ფოსტის ან/და კურიერის მეშვეობით;
  • სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა ინფორმირება იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს მათი უფლება-მოვალეობების კანონშესაბამისად შესრულებას.

ფუნქცია 2. სკოლის სამართლებრივი რეგულირების წესების შესაბამისად, პირადი საქმეების
  • ფორმირება და მოწესრიგება
  • პერსონალის პირადი საქმეების ფორმირება;
  • პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების ფორმირება;
  • მსმენელთა პირადი საქმეების ფორმირება;
  • პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოება www.rs.ge -ზე.

ფუნქცია 3. რეგისტრაციის ჟურნალების წარმოება
  • კორესპონდენციის/დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალების წარმოება;
  • მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებისთვის აღრიცხვის ჟურნალების წარმოება;
  • დიპლომებისა და სერთიფიკატების ფორმების აღრიცხვიანობის წარმოება;
  • დიპლომებისა და სერთიფიკატების ფორმების შევსება;
  • დიპლომისა და დანართის გაცემა;
  • სერტიფიკატისა და დანართის გაცემა.

ფუნქცია 4. კანონმდებლობის შესაბამისად რეესტრის წარმოება
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის შეტანა კოლეჯის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ბიზნესთან თანამშრომლობის, ფინანსების შესახებ;
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის შეტანა კოლეჯის პროგრამების, კრედიტების, სწავლების ხანგრძლივობის, ადგილების (ვაკანტური/დაკავებული), ჯგუფების რაოდენობის, სწავლის დაწყების და დასრულების თარიღის, სწავლის საფასურის და აპლიკანტთა/პროფესიულ სტუდენტთა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ;
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პროფესიული განათლების მასწავლებლების/პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეტანა მათი სამუშაო გამოცდილების, განათლების, ტრენინგების, მოდულების და პროგრამების შესახებ;
  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭების, სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, მობილობისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;
  • მართვის ელექტრონულ სისიტემაში კურსდამთავრებულთა დიპლომების/სერტიფიკატების და დანართების ატვირთვა და გაცემა;
  • კანონმდებლობით დადგენილი აქტივობების განხორციელება პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამებთან, მსმენელთა მოძრაობასთან დაკავშირებით;  
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მთავარ ბუღალტერთან ერთად ვაუჩერული დაფინანსების დადასტურება;
  • რეესტრში შეტანილ ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებლობა;
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის რეესტრში ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ფუნქცია 5. ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრირება
  • სასწავლო პროცესის მენეჯერის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ელექტრონულ ჟურნალში სასწავლო ჯგუფების შექმნა, ცვლების განსაზღვრა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარტვირთვის შესახებ ინფორმაციის შეტანა;
  • პროფესიული მასწავლებლების დახმარების გაწევა ელექტრონულ ჟურნალში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით;
  • შეტანილ ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებლობა;
  • სასწავლო პროცესის მენეჯერისთვის ელექტრონულ ჟურნალში ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ფუნქცია 6. სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები
  • პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის, ჩარიცხვის, კვალიფიკაციის მინიჭების, სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის, მობილობის სტატისტიკის წარმოება;
  • სტრუქტურული ერთეულის/დასაქმებულის სტატუსით მონაწილეობის მიღება დაწესებულების მისიის, სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ანგარიშგების პროცესში;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხების გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
  • თანამშრომელთა ტაბელის წარმოება;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა და დაცვის უზრუნველყოფა.

ფუნქცია 7. უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში ჩართვა
  • საკუთარი პროფესიული განვითარების საჭიროებების შეფასება;
  • თვითრეფლექსია - საკუთარი სამუშაოს შესრულების პროცესზე დაკვირვება, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება;
  • მუშაობისას გამორჩეული, რთული შემთხვევების აღწერა და კოლეგების ინფორმირება ანალოგიური გამოწვევების წარმატებით გადაწყვეტის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • აუცილებელი: ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერი
  • სასურველი: მიმართულებით საოფისე საქმის/ოფისის მენეჯერის პროფესიული კვალიფიკაცია

სამუშაო გამოცდილება
  • აუცილებელი: საქმისმწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 
  • სასურველი: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმისწარმოების ან/და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (რეესტრის) მართვის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
  • საკვანძო კომპეტენციები ცოდნა-უნარები

აუცილებელი
  • ადმინისტრირებისა და საოფისე პროცედურების ცოდნა — ინფორმაციის ორგანიზება, ფაილების ორგანიზება და შენახვა, საოფისე-კომპიუტერული პროგრამების (word, excel, power point, outlook) გამოყენება
  • კომუნიკაცია - უნარი მიიღო და გააზიარო იდეები და ინფორმაცია ეფექტიანად. კომუნიკაციის უნარი მოიცავს წერითი და ვერბალური, ასევე, არავერბალური კომუნიკაციის უნარებს, აქტიურ მოსმენასა და კონტექსტუალურ კომუნიკაციას.
  • ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების ძირითადი პრინციპების შესახებ ცოდნა — კონსულტაციის ეთიკის ნორმები, ინდივიდის/ჯგუფის საჭიროებების შეფასება, კონსულტაციის ხარისხის სტანდარტები, ინდივიდის/ჯგუფის სერვისით კმაყოფილების შეფასება
  • კოორდინაცია — განსხვავებული ელემენტების ორგანიზება კომპლექსურ აქტივობად იმისათვის, რომ მათ ჰარმონიულად, ურთიერთშესაბამისად, ეფექტიანად იმუშაონ
  • მომსახურებაზე ორიენტაცია — ადამიანების დახმარების მიზნით მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, საჭიროებების იდენტიფიცირება, მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვა.
  • ქართულ ენაზე წერა, კითხვა, მეტყველება - კვლევის ანგარიშების მომზადება და კვლევის მიგნებების შესაბამისი აუდიტორისთვის წარდგენა

სასურველი: ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა

თქვენი რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გამოაგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: mailto: info@ats.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "საქმისმწარმოებელი" ან „ხარისხის მართვის სპეციალისტი“.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ბაზაში შეინახება მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: წარმოდგენილი რეზიუმეები (CV) შეისწავლება მხოლოდ ვაკანსიაში აღწერილი მოთხოვნების შესაბამისად. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საჭირო კომპეტენციებს, დაუკავშირდება ჩვენი წარმომადგენელი გასაუბრების ეტაპის დეტალების შესახებ.

გისურვებთ წარმატებას!