ქოსთ კონტროლის დეპარტამენტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Restoaudit
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (წარმოება), ანგარიშების მენეჯერი
შპს „რესტოაუდიტი“ აცხადებს ვაკანსიას ქოსთ კონტროლის დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე!

ჩვენ ვეძებთ აქტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს კომპანიის ზრდასა და თანამშრომლების წარმატებაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ქოსთ კონტროლის დეპარტამენტის სრულ მართვა და გუნდზე პასუხისმგებლობა;
  • სამუშაო სტანდარტების დანერგვა და მონიტორინგი;
  • პროცესების დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • გუნდის წევრებისთვის დავალებების გადანაწილება და დედლაინების მართვა;
  • ოპერაციების ანალიზი და პრობლემური საკითხების დროული დაფიქსირება როგორც მომხმარებელთან, ისე უშუალო ზემდგომთან;
  • რეპორტების გადამოწმება და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელობის მხრიდან მიცემული დავალებების მართვა და უკუკავშირის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კვების ობიექტებთან ან რესტორანთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Syrve პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საბუღალტრო პროცესებისა და Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მზარდ ორგანიზაციაში
  • სტაბილური სამუშაო გარემო და გუნდის მხარდაჭერა

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: Contact@Restoaudit.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ქოსთ კონტროლის დეპარტამენტის მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებებს!