HR მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ზოომარტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი “ზოომარტი“ დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 34 საცალო ფილიალს.
“ზოომარტი“ არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly,Moderna,Applaws,  Canvit, Dorian და Catzone.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს:https://www.facebook.com/zoomart.ge
კომპანია ზოომარტი
აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადამიანური რესურსების პროცედურების შემუშავება და მართვა;
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და თანამშრომლების ბაზის წარმოება;
  • მოთხოვნის და საჭიროების შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებების, ცნობების, ასლების, ბრძანებებისა და თანამშრომლების შესახებ სხვა ინფორმაციის მომზადება და შედგენა;
  • საკადრო დოკუმენტების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შენახვა;
  • HR რეპორტინგის წარმოება და ანალიზი;
  • თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაყვანისა და გათავისუფლების პროცედურების უზრუნველყოფა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
  • შრომითი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებებისა და ბრძანებების მომზადება, განახლება და სამართლებრივი დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
  • საკადრო დოკუმენტაციის რეგისტრაცია, არქივირება და ოპერატიული მართვა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნა, განახლება და კონტროლი;
  • სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა და თანამშრომელთა დაზღვევის ადმინისტრირება;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა;
  • ყოველდღიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან, საჭიროებების გამოვლენა და მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
  • ყოველთვიური სახელფასო ფაილების მომზადება შესაბამისი დეპარტამენტებისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე;
  • შვებულებების და დროის ადმინისტრირება კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
  • თანამშრომელთა მოტივაციისა და ჩართულობის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • შეფასების სისტემის შექმნა და განხორციელება;
  • სამუშაო აღწერილობების შედგენა და პერიოდული განახლება;
  • პროფესიული განვითარებისა და ტრენინგის საჭიროებების იდენტიფიცირება, სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კორპორატიული ღონისძიებებისა და გუნდური აქტივობების ორგანიზება თანამშრომელთა ჩართულობის გასაზრდელად;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დამატებითი ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
  • გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს პერიოდული მონიტორინგი და უკუკავშირის მიწოდება.

სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:
  • ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ;
  • საცალო ქსელში HR სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ზედმიწევნით ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Outlook და სხვ.) ცოდნა;
  • ელექტრონულ HR პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
სამუშაო საათები : 09:30 – 18:00;
პარასკევი 09:30 – 15:00;

ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
ანაზღაურებაკადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • მეგობრული, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობა;
  • კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • ტრენინგები და გადამზადება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • ინიციატივების წახალისება და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა;
  • სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კორპორატიული დაზღვევა;
  • კორპორატიული ღონისძიებები, გუნდური აქტივობები და ინიციატივების მხარდაჭერა.

ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით:
ვაკანსია გამოგზავნილ უნდა იქნას მეილზე Hrvacancy@zoomart.ge  მეილის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ “HR მენეჯერის ვაკანსია“