ფინანსური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი MUK TBILISI
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
მუკ თბილისი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. 

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ეკონომიკური განათლება (აღრიცხვა და აუდიტი, საწარმოს ეკონომიკა, ფინანსები); 
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე საშუალო ან მსხვილ ბიზნესში მინიმუმ 3 წელი; 
  • წერილობითი და ზეპირი მეტყველების მაღალი დონე (ქართული, რუსული, ინგლისური); 
  • 1С8 УТП-სა და Microsoft Navision-ში მუშაობის გაწაფული უნარები; 
  • MS Excel-ის პროფესიონალური ცოდნა; 
  • საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (ВЭД) პროცესების ცოდნა; 
  • მუშაობის უნარი დიდი მოცულობის ინფორმაციასთან; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • საჭირო ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად მოძიებისა და სისტემატიზაციის უნარი; 
  • მუდმივი თვითგანვითარება. 

მოვალეობები: 
  • საკვანძო ძირითადი პროცესების მართვა; 
  • გადახდების რეესტრის ფორმირება გადახდების კალენდრის შესაბამისად; 
  • მომწოდებლებისა და კონტრაქტორების ანგარიშების დროულად გადახდის კონტროლი; 
  • ფინანსური გადარიცხვების უზრუნველყოფა (საბანკო კონტროლისთვის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება); 
  • ფინანსური ნაკადების დაგეგმვა და პროგნოზირება კომპანიის წარმომადგენლობებში; გადახდების კალენდრის წარმოება; 
  • შიდა ფინანსური ანგარიშგების მომზადება კომპანიის სტანდარტების მიხედვით (Cash Flow); 
  • ბიუჯეტირება და კომპანიის ოპერაციული საქმიანობის დაგეგმვა;
  • აუთსორსინგის ბუღალტრული კომპანიების მუშაობის კურირება; 
  • შიდა და გარე მომწოდებლებთან შესაბამისობის ჩატარება; 
  • საგადასახადო და აუდიტორული შემოწმებების მხარდაჭერა; 
  • საბანკო დოკუმენტების მომზადება კომპანიის ვალდებულებების შესაბამისად ყველა სახის გადახდაზე; 
  • სესხების, შესაბამისობების, აუდიტების დოკუმენტური უზრუნველყოფა; 
  • პერიოდული და ერთჯერადი ფინანსური ანგარიშგების ფორმირება; 
  • მონაცემთა დიდი მასივის დამუშავება 1С-სა და Excel-ში, მუშაობა პივოტ ცხრილებთან; 
  • აქტიური თანამშრომლობა კომპანიის ყველა დეპარტამენტთან ოპერაციული საკითხების მოგვარების მიზნით; 
  • ანალიტიკის მომზადება ხელმძღვანელობის მოთხოვნით; 
  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება კომპანიის წარმომადგენლობებთან; 
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი.

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ინგლისურ ან რუსულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@muk.group