ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ომნია ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
ომნია ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი

კომპანიის შესახებ:
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების მიცემა;
  • ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
  • ინვოისების მომზადება/პარტნიორებთან გადაგზავნა;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული და სწორედ შედგენის უნარი;
  • საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობის გამოცდილება, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
  • ყოველთვიური/წლიური ფინანსური რეპორტინგის მომზადება;
  • კომპანიის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბაზის შესწავლა, შესაბამისი პროცედურის გავლა, ინვენტარიზაციის დროულად და ეფექტურად ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, შედარება, შედეგების პროგრამაში ასახვა;
  • საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
  • სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

ძირითადიმოთხოვნები:
  • ბუღალტრად მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი:
  • სრული: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00   
  • ანაზღაურება:
  • ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.

აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე : info@omnia.ge
 გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.