გაყიდვების სპეციალისტი

ქობულეთი სრული განაკვეთი ბრენდლუქსი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
ბრენდლუქსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

სასწრაფოდ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს!

ჩვენ შესახებ:
ჩვენ ვართ წამყვანი ბრენდი რბილი ავეჯის წარმოებაში, რომელიც გამოირჩევა ხარისხითა და ინოვაციური დიზაინით. ჩვენი გუნდი ქმნის თბილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომლის განვითარება და კეთილდღეობა პრიორიტეტია. შესაძლოა არ ხართ გაყიდვების სპეციალისტი, მაგრამ გაქვს სურვილი და ათვისების უნარი, ეს სრულიად საკმარისია რათა ჩვენ დავინტერედეთ თქვენით.

ძირითადი მოვალეობები:
  • სოციალურ მედიაში (Facebook, Instagram, TikTok) შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული პასუხის გაცემა.
  • კლიენტებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეკვეთების მიღება.
  • გაყიდვების პროცესის სრულყოფილი მართვა (მხოლოდ ონლაინ სივრცეში)

ჩვენი გაყიდვების სპეციალისტი იქნება ორიენტირებული, მხოლოდ შეტყობინებებსა და კომენტარებზე.
  • არ მოუწევს კონტენტის შექმნა
  • არ მოუწევს გადაღება
  • არ მოუწევს მონტაჟი
  • არ მოუწევს ფიქრი თუ როგორ მოიზიდოს მომხმარებელი

ამაზე ზრუნავს შესაბამისი დეპარტამენტები, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ (ქმნიან კრეატიულ კონტენტს, იღებენ, ამონტაჟებენ და ა.შ) ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პოტენციური მომხმარბელი მოიყვანონ სოციალურ სივრცეში. ხოლო გაყიდვების დეპარტამენტს ისღა დარჩენია, რომ ჩვენამდე მოსული პოტენციური კლიენტი, აქციონ ჩვენს მომხმარებლებად.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (დასვენების დღე: შაბათი-კვირა)
  • კვება

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების პროცენტი + ბონუსები (800₾ - 3500₾)

ძირითადი მოთხოვნები:
  • გამართული და თავაზიანი წერილობითი კომუნიკაციის უნარი (აუცილებელია)
  • კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (აუცილებელია)
  • დროული პასუხები (აუცილებელია)
  • გაყიდვების პროცესის საბაზისო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)

რას გთავაზობთ:
  • მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
  • პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • დამატებითი ბონუსები წარმატებული გაყიდვებისთვის
  • სტაბილური და კონკურენტული ანაზღაურება

მისამართი: ჩაქვი, აღმაშენებლის ქუჩა #43

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: info@brandlux.ge
ან დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე: +995 558 58 77 01