მებაღე-დეკორატორი

თბილისი სრული განაკვეთი Tbilisi Hills Golf & Residence
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ლანდშაფტი (გამწვანება)
კომპანია „თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი“ აცხადებს ვაკანსიას მებაღე-დეკორატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ
„თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი“ ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.
„თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის“ კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd’ Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.
კომპანიამ 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: მიწის სამუშაოებს, ლანდშაფტის არქიტექტურას, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციას, მცენარეების იმპორტს, დარგვას, ბალახის დათესვასა ან/და დაგებას და გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები
  •  ყოველდღიურად სამებაღეო საქმიანობის განხორციელება;
  • მცენარეების ფორმირება და შეწამლვა;
  • მცენარეთა დეკორატიული სხვლა/ჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • აუცილებელია მებაღედ მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
  • სასურველია საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება;
  • დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის სწორად გადანაწილებისა და პიროვნული განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
  • მეგობრულ და ინტერნაციონალურ გუნდს;
  • მშვიდ, სასიამოვნო და სიმწვანით გარშემორტყმულ სამუშაო სივრცეს;
  • გოლფის სწავლისა და თამაშის უფასო შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 06.07.2025

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@tbilisihills.com
გთხოვთ, „subject“-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მებაღე-დეკორატორი“.
შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!