სტაციონარის მორიგე ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი, საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ერთერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ კლინიკა აცხადებს ვაკანსიას  სტაციონარის მორიგე ექთნის  პოზიციაზე 
ადგილმდებარეობა :თბილისი
სამუშაო გრაფიკი:  4 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოთხოვნა:
  • ექთნის  სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
  • სტაციონარულ განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:
  • პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • საზოგადოების შიანგანაწესით  და სამსახურებში დადგენილი წესით მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

მოვალეობები:
  • პაციენტის საექთნო შეფასება კომპეტენციის ფარგლებში და საექთნო მოვლის დაგეგმვა;
  • სამედიცინო ეთიკის დაცვით კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიღება-გაცემა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
  • მედიკამენტების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
  • ერთჯერადი გამოყენების საგნების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
  • ექიმის დანიშნულების სწორად  შესრულების უზრუნველყოფა;
  • სამკურნალო წამლების შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
  • პაციენტის დაბრკოლების,  ცდომილებისა და ნებისმიერი გართულების შესახებ ექიმებისა და უფროსი ექთანის ინფორმირება;
  • ჰიგიენის, პირადი ჰიგიენის დაცვა;
  • პაციენტის მოვლასთან დაკავშირებული რისკების დროული შეფასება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ქმედების განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს დადასტურება ხელმოწერით;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
  • CV -ის განხილვა და კანდიდატების შერჩევა;
  • შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე დაბარება.

რეზიუმეების  მიღება  იწარმოებს  ელ-ფოსტის მეშვეობით  tdemetrashvili@mmt.ge  თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება;