გაყიდვების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 5 - 7 წლამდე ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი) TOP მენეჯმენტი: ბიზნესის განვითარება/სტრატეგია, კომერციული დირექტორი, გაყიდვების დირექტორი სამშენებლო, უძრავი ქონება: კორპორატიული გაყიდვები (უძრავი ქონება)
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულებაზე პასუხსიმგებლობა
  • ადმინისტრირების განხორციელება CRM და სხვა პროგრამული უზრუნველყოფების საშუალებით
  • ბაზრის ანალიტიკაზე და მარკეტინგთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე, დეტალური გაყიდვების სტრატეგიისა და ტაქტიკური ამოცანების შემუშავება
  • წლიური გეგმა/ბიუჯეტის ფარგლებში ყოველთვიური აქტივობების დაგეგმვა - პრიორიტეტული სექტორების, პოტენციურ კლიენტთა ჯგუფების და სეგმენტების განსაზღვრა
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია 5-7 წლიანი ჯამური გამოცდილება გაყიდვების ხელმძღვანელის, დივიზიის ხელმძღვანელის, ბანკის რეგიონალური დირექტორის, კომერციული მენეჯერის/დირექტორის ან ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე საბანკო/საფინანსო/სამშენებლო-დეველოპერულ/FMCG/რითეილის/ავტო ინდუსტრიაში
  • CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, არაუმეტეს 40 საათისა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე: Recruitment13@hh.ge