მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია ანაგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" შვილობილი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე

სამშენებლო კომპანია "ანაგი" ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ მთავარ ბუღალტერს ერთ-ერთი შვილობილი კომპანიისთვის. მთავარი ბუღალტერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის მართვაზე, ფინანსური ანგარიშგების სიზუსტესა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • სრული საბუღალტრო ციკლის მართვა პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებიდან ფინანსური ანგარიშგების მომზადებამდე.
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური დახურვის პროცესების ეფექტიანი მართვა და კონტროლი.
  • სანდო შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება და შენარჩუნება აქტივების დაცვისა და ფინანსური ინფორმაციის სანდოობის უზრუნველსაყოფად.
  • ფინანსური ანგარიშგების (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობა) მომზადება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
  • საჭიროებისამებრ, მენეჯერული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მხარდაჭერა.
  • საგადასახადო დეკლარაციებისა და სხვა სავალდებულო ანგარიშგებების მომზადებისა და მარეგულირებელ ორგანოებში დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი.
  • ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მუდმივი განახლება ცვალებადი საკანონმდებლო და ბიზნესგარემოს შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი).
  • ACCA-ს სერტიფიკატი (ან სწავლის დასკვნით ეტაპზე ყოფნა) ან სხვა ეკვივალენტური საერთაშორისო პროფესიული კვალიფიკაცია ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
გამოცდილება:
  • მთავარი ბუღალტრის ან ანალოგიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია სამშენებლო სფეროში ან მრავალპროფილიანი ჰოლდინგის სტრუქტურაში (შვილობილ კომპანიაში) მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული ცოდნა და უნარები:
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების, ასევე ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების საფუძვლიანი ცოდნა.
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების გამოცდილება.
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი, როგორც წერილობითი, ისე ვერბალური კომუნიკაციისთვის).
  • კომპიუტერული პროგრამები:
  • MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ისა) პროფესიულ დონეზე ფლობა.
  • საბუღალტრო პროგრამა Balance-სთან და ORIS-სთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა და ეთიკური სტანდარტების დაცვა.
  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, ასევე პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირება და მაღალი სიზუსტის დაცვა სამუშაოს შესრულებისას.
  • ეფექტიანი კომუნიკაციის, მათ შორის, რთული ფინანსური ინფორმაციის ნათლად გადმოცემის უნარი.
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში გუნდის მართვის უნარი.
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39

შერჩევის ეტაპები:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • ტესტირება - პროფესიული ცოდნა და ზოგადი უნარები;
  • გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

განაცხადის შემოტანა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge, 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მთავარი ბუღალტერი (შვილობილი კომპანია)“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი შესაძლოა არ განიხილონ.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.anagi.ge.

გისურვებთ წარმატებას!