1C ERP-ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია ანაგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიები: ERP ინტეგრაცია
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას 1C ERP-ადმინისტრატორის თანამდებობაზე

კომპანია „ანაგი“ ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ 1C ERP-ადმინისტრატორის, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ERP-სისტემის დანერგვის ტექნიკურ მხარდაჭერასა და მის შემდგომ ადმინისტრირებაზე.


ძირითადი მოვალეობები:
  • ERP-პროგრამის დანერგვაში მონაწილეობა და მხარდაჭერა:
  • უშუალო ხელმძღვანელთან ერთად შიდა მომხმარებლების ინიციატივების შეფასება და ბიზნესმიზნების ERP-სისტემის ფუნქციონალთან შესაბამისობაში მოყვანა, ტექნიკური დავალებების დამუშავება;
  • შიდა მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა მიმდინარე ბიზნესპროცესების ERP-სისტემაში სწორად ასახვისა და ტექნიკური დამუშავების მიზნით;
  • მომხმარებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • სისტემის კონფიგურაციის, პერსონალიზაციისა და ტესტირების ფაზებში აქტიური მონაწილეობა;
  • კოორდინაციის შენარჩუნება და მართვა ვენდორსა და შიდა მომხმარებლებს შორის.

სისტემის კონფიგურაცია და ტესტირება:
  • 1C ERP-მოდულების კონფიგურაციის ზედამხედველობა ბიზნესმოთხოვნებისა და სამუშაო პროცესების შესაბამისად;
  • სისტემის სიზუსტის, საიმედოობისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ტესტირების პროცედურების მართვა მის ექსპლუატაციაში გაშვებამდე.

მონაცემთა მიგრაციისა და ვალიდაციის მართვა/უზრუნველყოფა:
  • მონაცემთა მიგრაციის პროცესის მართვა ძველი სისტემებიდან 1C ERP-ში მონაცემთა სიზუსტისა და მთლიანობის უზრუნველყოფით;
  • მონაცემთა ვალიდაციის პროცესების დანერგვა მონაცემთა სიზუსტისა და მასზე დაფუძნებული სწორი გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად.

მომხმარებლის მხარდაჭერა:
  • მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, პრობლემების აღმოფხვრა, საჭიროების შემთხვევაში ვენდორთან ტექნიკური დავალების ინიიცირება და შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მომიჯნავე სფეროში;
  • სულ მცირე, 2-წლიანი რელევანტური სამუშაო გამოცდილება ERP-სისტემებთან (სასურველია 1C ERP);
  • საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39

შერჩევის ეტაპები:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
ტესტირება - პროფესიული ცოდნა და ზოგადი უნარები;
გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

განაცხადის შემოტანა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge, 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „1C ERP-ადმინისტრატორი“,  წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენი განაცხადი შესაძლოა არ  განიხილონ.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.anagi.ge.
გისურვებთ წარმატებას!